|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

4 მთავარი მიზეზი, რაც ბავშვს მხედველობას უქვეითებს

თვალი მცირე ზომის ორგანოა, მაგრამ მისი ოდნავი დაზიანებაც კი ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება. ბევრი ადამიანი არ აფასებს ჯანმრთელ თვალს და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს არაფრად აგდებს.
სტატისტიკა ულმობელია - ყოველი მესამე ბავშვი ოკულისტის კონსულტაციას საჭიროებს. სტატისტიკა ავლენს იმ ძირითად მიზეზებსაც, რაც თვალის დაზიანებებს ყველაზე ხშირად იწვევს.
წარმოგიდგენთ 4 მთავარ მიზეზს.

თვალის სიმშრალე
კომპიუტერის მონიტორთან მუშაობისას, ტაბის ან ტელევიზორის ეკრანის ხანგრძლივი ყურებისას ადამიანი ორჯერ ნაკლებად ახამხამებს თვალს, რაც ლორწოვანი გარსის სიმშრალეს იწვევს. ყოველ 20 წუთში ერთხელ მოაშორეთ თვალი ეკრანს და 1 წუთის განმავლობაში აქტიურად ახამხამეთ. პატარა ბავშვებს კი შეუმცირეთ მონიტორთან გართობა დღეში 20 წუთამდე. 


განათება
სინათლის ნაკლებობა ან პირიქით კაშკაშა შუქი თვალის გადაღლას, დაძაბვას იწვევს. რაც უარყოფითად აისახება მხედველობაზე. ამიტომ, აუცილებელია არ იკითხოს და წეროს ბავშვმა ცუდად განათებულ ოთახში. მზეზე კი დიდხანს სათვალის გარეშე არ უნდა გაჩერდეს.

სისხლის მიმოქცევის დარღვევა
გულ-სისხლძარღვთა დაავადების, სისხლში მომატებული შაქრის ან ნაკლები ფიზიკური აქტივობის გამო თვალში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. პირველი ორგანო, რომლიც სისხლის მიმოქცევაზე ცუდად რეაგირებს, თვალია. ამიტომ, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა და გაითვალისწინოთ ექიმის რეკომენდაციები.

თვალის კუნთი
მხედველობაზე უარყოფით გავლენას ახდენს თვალის კუნთის შესუსტება. ეს რომ არ მოხდეს, არ დაგავიწყდეთ თვალის ვარჯიშების გაკეთება. გადაიტანეთ მზერა ახლომდებარე საგნიდან შორს მდებარეზე და პირიქით. ბინაში ამის გაკეთება რთულია. ამიტომ თან პარკში გაისეირნეთ, თან ვარჯიშები აკეთეთ.

წყარო:mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი