შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის თვითმმართველობაში არსებული დისციპლინით საკრებულოს თავმჯდომარეც უკმაყოფილოა

3 ივლისი, 2013 • დეა მანაგაძე • 28

ქუთაისის თვითმმართველობაში არსებული დისციპლინით საკრებულოს თავმჯდომარეც უკმაყოფილოა

თამაზ მარგველაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა დაბალი პროფესიული დონე შეინიშნება.

ქუთაისის მერიაში არსებულ დისციპლინას, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილიც აკრიტიკებს.

newpress.ge – სთან საუბარში მარგველაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა დაბალი პროფესიული დონე შეინიშნება.

“დისციპლინა და თანამშრომელთა პროფესიული დონე, ნაწილობრივ მიუღებელია ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში,” – ამბობს მარგველაშვილი.

თუმცა მისივე თქმით, ქუთაისის საკრებულო მერთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს, რადგან “სხგვაგვარად თვითმმართველობის საქმიანობის წარმართვა შეუძლებელია და იმის თქმა, რომ თანამშრომლობა არ შედგება აბსურდი,” – განმარტავს თამაზ მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე,ქუთაისის მერიაში არსებული დისციპლინა გააკრიტიკა.

თეგები: თავმჯდომარემარგველაშვილიქუთაისის საკრებულო