ქუთაისის ცენტრალური მოედანი საპატრულო მანქანებით არის გადაკეტილი. შეჩერებულია მოძრაობა. თვითმხილველების თქმით, ქუთაისში ეგრედ წოდებულ „მწვანე მაღაზიასთან“ სამმა ახალგაზრდამ პატრულის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული გადაყვანილი იქნა სასწრაფოდ საავადმყოფოში, ჯერ-ჯერობით პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
გატარებული იქნა ოპერატიული სამძებრო სამძებრო სამუშაოები. ორი ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს, ხოლო ერთმა მიმალვა მოახერხა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დაკავების ღონისძიება, იშიფრება ფარული ვიდეო კამერებით გადაღებული კადრები.
ქუთაისში პატრულის თანამშრომელი დაჭრეს
27 ივლისი, 2013 • ნიუპრესს.გე • 26
ქუთაისში ე.წ.„მწვანე მაღაზიასთან“ სამმა ახალგაზრდამ პატრულის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა.
თეგები: პატრული • ცივი იარაღი • ძებნილი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები