შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოში ნაციონალები კომისიების თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

31 ივლისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 31

ქუთაისის საკრებულოში ნაციონალები კომისიების თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

“ესეც არის ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილება,” – განაცხადა საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა გია უკლებამ.

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონალი” დეპუტატები კიდევ ორი კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. დღეს, საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარეს მერაბ ბარათაშვილს აკაკი სიხარულიძე ჩაანაცვლებს. ხოლო იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ნოე კუხიანიძე გიორგი შავგულიძემ შეცვალა. “ესეც არის ალბათ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვინც არ უნდა იყოს კომისიების ახალი თავმჯდომარეები არამგონია ამ ადამიანებზე უკეთ უხელმძღვანელონ საქმეს”– განაცხადა საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა გია უკლებამ. შეხასნებეთ, რომ ქუთაისის საკრებულოში სულ 4 ფრაქცია და 5 კომისია არის წარმოდგენლია. დღეიდან ხუთივე კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატია.

თეგები: ნაციონალებიპატრიოტებისაკრებულო