შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დიმიტრი კოპალიანი – დღევანდელი დღე არის ტრაგედიის დღე და ყოველ წელიწადს უფრო და უფრო გვიმძიმდება ეს თარიღი

8 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 54

დიმიტრი კოპალიანი – დღევანდელი დღე არის ტრაგედიის დღე და ყოველ წელიწადს უფრო და უფრო გვიმძიმდება ეს თარიღი

იმერეთის მხარის რწმუნებულმა ვახტანგ ბალავაძემ დაღუპულთა მემორიალი ცალკე ყვავილებით შეამკო.

“დღევანდელი დღე არის ტრაგედიის დღე და ყოველ წელიწადს უფრო და უფრო გვიმძიმდება ეს თარიღი”, –განაცხადა ქუთაისში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მისულმა ქალაქის მერმა დიმიტრი კოპალიანმა. მისივე თქმით, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს. “ქალაქის თვიმმართველობა ცდილობს ამ ადამიანების დახმარებას”, – განაცხადა კოპალიანმა. აღნიშნულ მემორიალზე ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იმყოფებიან. იმერეთის მხარის რწმუნებულმა ვახტანგ ბალავაძემ დაღუპულთა მემორიალი ცალკე ყვავილებით შეამკო. შეგახსენებთ, რომ დღეს 2008 წლის 8 აგვისტოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცთა 5 წლისთავს აღნიშნავენ ქვეყნის მასშტაბით.

თეგები: 8 აგვისტომემორიალიქალაქის მერი