სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტები მაშველებმა დღეს იპოვეს. ისინი ამ დროისათვის სვანეთიდან ვერტმფრენით ქუთაისში გადმოჰყავთ.უცხოელი ტურისტები თავს კარგად გრძნობენ. პოლონელი სტუმრები, რომლებიც 10 დღეა საქართველოში იმყოფებიან, სამი დღის წინ გაუჩინარდნენ. მათი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო. ტურისტებს გზა მაშინ აებნათ, როცა უშგულიდან მესტიაში ფეხით გადადიოდნენ. მაშველებთან ერთად სამძებრო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტოს ლენტეხის გაყოფილების თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
სვანეთში დაკარგული ტურისტები ქუთაისში ჩამოჰყავთ
9 აგვისტო, 2013 • დეა მანაგაძე • 23
პოლონელი სტუმრები, რომლებიც 10 დღეა საქართველოში იმყოფებიან, სამი დღის წინ გაუჩინარდნენ.
თეგები: სამაშველო ოპერაცია • სვანეთი • ტურისტები
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები