ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში მოზარდის შესაძლო გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

27 აგვისტო, 2026 • NewPress • 58

ბაღდათში მოზარდის შესაძლო გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

შსს ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ მათთან შეტყობინება არ შესულა.

ბაღდათში მოზარდების შესაძლო გატაცების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივები 14 წლის მოზარდის მონათხრობზე დაყრდნობით ყვებიან, რომ ბიჭის გატაცება მის ღამით, მის სახლთან ახლოს სცადეს. აღნიშნულის შესახებ მოხდა ბიჭის პოლიციაში გამოკითხვაც.

გავრცელებულ აჟიოტაჟს ადგილობრივი მედია „ინფობაღდათი“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ინფორმაცია მოზარდების სავარაუდო გატაცების შესახებ, რაზეც გვინდა განვაცხადოთ, რომ სრული სიცრუეა და აფსურდი, მსგავსი ფაქტი არათუ გატაცების არამედ არც მცდელობის ფაქტი არ დადასტურებულა, ინფო ბაღდათი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს, რაზედაც გვიპასუხეს, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ არანაირი შეტყობინება/განცხადება არ შემოსულა და შესაბამისადაც გამოძიება არ მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში ასევე ნახსენებია, რომ თითქოს ერთმა თავი დააღწია, ხოლო მეორეს ამ დრომდე ეძებენ, აღნიშნული ფაქტიც სიმართლეს არ შეესაბამება და სიცრუეა, მოგიწოდებთ, რომ გამოიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და საზოგადოებაში ნუ გავავრცელებთ ისეთი სახის ინფორმაციას რომელიც ხელოვნურად შექმნის საზოგადოებაში შიშს.

ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველა საკვანძო მიმართულებით განთავსებულია ვიდეო კამერები, რომლის თავის არიდებაც შეუძლებელია, ამასთან ერთად ადგილობრივი პოლიციის ეკიპაჟები 24 საათიანი მორიგეობით ახორციელებენ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე საპოლიციო კონტროლს შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო გატაცების თაობაზე სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა“, – წერს „ინფობაღდათი“.

 

თეგები: ადამიანის გატაცებაბაღდათიშსს