ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა

8 სექტემბერი, 2013 • ნიუპრესი • 24

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საუნის კლიენტებს ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდნენ.

თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე შპს „საუნა-ბარ ხოზეს” მენეჯერები: 1971 წელს დაბადებული მზევინარ ვ. და 1985 წელს დაბადებული ია გ. თბილისში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საუნის კლიენტებს ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდნენ.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა საუნაში მომუშავე 10 ქალბატონი მოწმის სახით დაკითხეს,” – ნათვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

თეგები: დაკავებაპროსტიტუციაშსს