სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლანჩხუთში მოსახლეობას საქონელს ყოველდღიურად პარავენ

10 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 55

ლანჩხუთში მოსახლეობას საქონელს ყოველდღიურად პარავენ

“საინტერესო ის არის, რომ პოლიცია მოსახლეობას ასე ეუბნება, თქვენ მითხარით ვინ მოიპარა და მე დავიჭერო” – ამბობენ ლანჩხუთში მცხოვრებლები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობას ყოველდღიურად საქონელს პარავენ. აღნიშნულის შესახებ newpress.ge – ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა.

„სოფელ ნიგვზიანში, სოციალურად დაუცველ, კახა ხელაძის ოჯახს, ახლახან ძროხა, ხბოსთან ერთად, მოპარეს,“ – ამბობს ლანჩხუთში მცხოვრები ლადო აფხაზავა.

მისივე თქმით, გახშირებული ქურდობის გამო, მოსახლეობა უკვე გაუსაძლის მდგომარეობაშია. თუმცა დახმარების აღმოჩენას მათთვის ვერც გამგეობა და ვერც საპატრულო პოლიცია ახერხებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქონლის ქურდობა აქ ტრადიციას დაემსგავსა, ამაზე ხმას არავინ იღებს. არანაირი რეაგირება არ არის მოსახლეობის პრობლემებზე სამართალდამცავი, თუ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პოლიცია მოსახლეობას ასე ეუბნება, თქვენ მითხარით ვინ მოიპარა და მე დავიჭერო” – ამბობენ ლანჩხუთში მცხოვრებლები.

თეგები: გამგეობალანჩხუთიქურდობა