სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლანჩხუთში საქონლის ქურდობის გახშირებული ფაქტები გამგებლისთვის უცნობია

11 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 45

ლანჩხუთში საქონლის ქურდობის გახშირებული ფაქტები გამგებლისთვის უცნობია

მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას ვერც გამგეობა და ვერც საპატრულო პოლიცია ახერხებს.

სოფელ ნიგვზიანში, საქონლის ქურდობის გახშირებული ფაქტებზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, ინფორმაციას არ ფლობს.

ურუშაძის მტკიცებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან დახმარებისთვის არავის მიუმართავს.

„როგორც მე ვიცი სოფლებში საქონლის მასიურად დაკარგვა არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე არანაირი ინფორმაცია არ მოუტანია მოსახლეობას. ერთადერთი შემთხვევა, სოფელ ჯაპანაში დაფიქსირდა. იქ ერთ–ერთ მოსახლეს მოპარეს საქონელი. რაზეც უკვე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულია შესაბამისი ზომები და საქმეც აღძრულია,“ – ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთში მცხოვრებლების განმარტებით, საქონელი ყოველდღიურად ეკარგებათ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მათთვის დახმარების აღმოჩენას ვერც გამგეობა და ვერც საპატრულო პოლიცია ახერხებს.

თეგები: ლანჩხუთისაქონელიქურდობა