შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გოგი წულაია – უსუსურია დღევანდელი პროკურატურა და “ქართული ოცნება”

13 სექტემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 46

გოგი წულაია – უსუსურია დღევანდელი პროკურატურა და “ქართული ოცნება”

ქართული ჭიდაობის დარბაზი გასულ წელს გასხვისდა, ხოლო რას მოხმარდა დარბაზის რემონტისათვის გამიზნული თანხები, უცნობია.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მოქმედი ქართული ჭიდაობის დარბაზის გასხვისების ფაქტი გააპროტესტა. გოგი წულაიას თქმით, ჭიდაობის დარბაზი ააიპ ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა დირქტორის, დავით აბულაძის ინიციატივით გასხვისდა. გასულ წელს, ქუთაისის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჭიდაობის დარბაზის გასარემონტებლად თანხა გამოყო. თუმცა, როგორც წულაია აცხადებს, დარბაზი სწორედ ამ ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ გასხვისდა და რას მოხმარდა რემონტისათვის გამიზნული თანხები, უცნობია. “საკრებულოს იმ წევრებს, რომლებსაც “ნაციონალების” ზეობის დროს მერიის მიერ შეტანილ არც ერთი განცხადების წინააღმდეგ პროტესტი არ გამოუთქვამთ, ახლა არიან გალომებული და დღეს უკვე იმპიჩმენტზე გვესაუბრებიან. ტრაგედიაა, რომ დავით აბულაძე ისევ თანამდებობაზეა,” – აცხადებს გოგი წულაია. “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე დღევანდელ ხელისუფლებას კოჰაბიტაციის დასრულებისაკენ და საჭიდაო დარბაზის გასხვისების ფაქტის შესწავლისაკენ მოუწოდებს. “უსუსურია პროკურატურა, რომელიც ასეთ ინფორმაციაზე რეაგირებას არ ახდენს და კიდევ უფრო უსუსურია “ქართული ოცნება”, რომელიც “ნაციონალებს” საუბრის საშუალებას აძლევს,” – აცხადებს გოგი წულაია. გოგი წულაია ხელისუფლებას ქართული ჭიდაობის დარბაზის დაბრუნებას ანდა ახალი დარბაზისათვის ფართის გამოყოფას თხოვს.

თეგები: "თავისუფალი საქართველო"ბრიფინგიგოგი წულაია