ქუთაისში საფიჩხიაზე მდებარე ამაღელებისა და სამების ეკლესიაში მეტალო-პლასმასის სარკმელები დააყენეს. ორივე ტაძარში „რემონტი“ განახორციელეს და ეკლესიების ყველა სარკმელი მეტალო -პლასმასით შეცვალეს.
ქუთაისის ამაღლებისა დ ა სამების ეკლესიები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია და მას „კუტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ‘ კანონი იცავს.
ამაღლების ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა არქიტექტორ სახაროვის მიერ ბერძენი ოსტატების ხელით. იგივე არქიტექტორის აგებულია სამების ტაძარიც მხოლოდ 1906-1911 წლებში.
ორივე ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 2006 წლიდან ირიცხება.
იხილეთ ფოტოგალერეა
ქუთაისში ამაღლებისა და სამების ძველ ეკლესიებში მეტალო-პლასმასის სარკმელები დააყენეს
7 ოქტომბერი, 2013 • ეკა კუხალაშვილი • 59
ამაღლებისა და სამების ძველ ტაძრებში „რემონტი“ განახორციელეს და ეკლესიების ყველა სარკმელი მეტალო -პლასმასით შეცვალეს.
თეგები: ეკლესიები • კულტურული მემკვიდრეობა • მეტალო–პლასმასი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები