სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს–მ ხონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო

25 ოქტომბერი, 2013 • ნიუპრესი • 77

შსს–მ ხონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო

სამართალდამცველებმა ტრისტან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ხონის რაიონის სოფელ ახალშენში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ტრისტან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან რევოლვერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

“ექსპერტიზის დასკვნით ამორებული იარაღი სასროლად ვარგისია,” – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).

თეგები: იარაღიშსსხონი