შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე – „ქართული ოცნების“ გამარჯვების წყალობით ქუთაისი აყვავდება

30 ოქტომბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 29

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე  – „ქართული ოცნების“ გამარჯვების წყალობით ქუთაისი აყვავდება

„იმედი მაქვს პარლამენტი დარჩება ქუთაისში, არ გაიყიდება “სამი ოთარის” ძეგლის ტერიტორია” – აღნიშნა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატმა გია უკდებამ.

ამ წუთებში ქუთაისის საკრებულოს 34 სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გია უკლებამ მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც ხელი შეუწყო საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„იმედი მაქვს პარლამენტი დარჩება ქუთაისში, არ გაიყიდება “სამი ოთარის” ძეგლის ტერიტორია და ქუთაისის ბიუჯეტში აისახება ის მუხლები, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას“ – აღნიშნა გია უკდებამ.

საკრებულოს უმცირესობის დეპუტატის ამ განცხადებას ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების წყალობით ქუთაისი აყვავდება.

თეგები: გია უკლებათამაზ მარგველაშვილიქუთაისის საკრებულოი