17 ოქტომბერს თბილისიდან გაუჩინარებული 22 წლის ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში, მიუვალ ადგილას, ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვეს. გვასალიას ცხედრის აღმოჩენის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი „Front News”-თან საუბარში ადასტურებს. მისი თქმით, გამოძიება სუიციდის ვერსიაზე მუშაობს. შემთხვევის ადგილას ამ მომენტისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები იმყოფებიან. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რა დროს დადგა სიკვდილი. წინასწარი ინფორმაციით, 22 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ნინო გვასალიას მიერ დატოვებული წერილიც. მისი შინაარსი სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი. გაუჩინარებულ ნინო გვასალიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რამდნეიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
წყარო: frontnews.ge
დაკარგული ნინო გვასალია ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
10 ნოემბერი, 2013 • ნიუპრესი • 20
შემთხვევის ადგილას ამ მომენტისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები იმყოფებიან.
თეგები: დაკარგული • ნინო გვასალია • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები