სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გუბაზ სანიკიძის სოფელში სტადიონის მოსაწყობად სამინისტრო 15 ათას ლარს ხარჯავს

26 ნოემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 125

გუბაზ სანიკიძის სოფელში სტადიონის მოსაწყობად სამინისტრო 15 ათას ლარს ხარჯავს

სოფელ ბუგეულში სტადიონის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აფინანსებს.

ქუთაისის მაჟორიტარის, გუბაზ სანიკიძის მშობლიურ სოფელ ბუგეულში, 2014 წელს საფეხბურთო სტადიონი აშენდება. როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში newpress.ge-ს წერილობით განუმარტეს, სოფელ ბუგეულში მარტივი ტიპის საფეხბურთო სტადიონის აშენების თაობაზე გამგეობამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა. აღნიშნულმა უწყებამ პროექტის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა. newpress.ge-სთვის გამგეობიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ გუბაზ სანიკიძის მშობლიურ სოფელში სტადიონის მოსაწყობად ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 15 000 ლარი დაიხარჯება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პროექტის დაფინანსების საბოლოო ფორმირება საპროექტო წინადადების დადასტურების შემდეგ მოხდება.

თეგები: გუბაზ სანიკიძესტადიონიქუთაისის მაჟორიტარი