ქუთაისის მერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ორი ავტომანქანა შინაგან სამინისტროს გადასცა. ავტომანქანების (“ლენდროვერ დეფენდრის” NZYG-370 და NMOW-511) გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ბესიკ ცქიფურიშვილის განმარტებით, ამ დრომდე შსს–ს აღნიშნული ავტომანქებით სარგებლობის უფლება ჰქონდა. “დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი მანქანები სამინისტროს საკუთრებაში გადაეცა”, – განმარტა ცქიფურიშვილმა.
ქუთაისის მერიამ საკუთრებაში არსებული ავტომანქანები შს სამინისტროს გადასცა
27 ნოემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 29
ავტომანქანების (“ლენდროვ დეფენდრის” NZYG-370 და NMOW-511) გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
თეგები: ავტომანქანები • ქუთაისის მერია • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები