დღეს, ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე გადააყენეს.
“ნაციონალი” კაკაბაძის პოსტზე, ხმათა უმრავლესობით “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი, კობა ძაგნიძე დაინიშნა.
როგორც ვანის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე კობა ძაგნიძე newpress.ge – სთან საუბარში განმარტავს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი, ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე დადგა.
“ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური რეალობა და დღის წესრიგში დადგა ვანის საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლის საკითხიც. შეაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს “ნაციონალი” თავმჯდომარე გადავაყენეთ,” – ამბობს ვანის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე კობა ძაგნიძე.
ვანში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
13 დეკემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 32
როგორც ვანის საკრებულოში განმარტავენ, თავმჯდომარის გადაყენების საკითხი, ახალი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე დადგა.
თეგები: ვანი • საკადრო ცვლილებები • საკრებულო
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები