იტალიის ქალაქ კამპაროსოში დედებს ბავშვებისთვის განკუთვნილ პარკში ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული აუკრძალეს. ეს გადაწვეტილება ქალაქის მერმა ტიციანო ჩივარდიმ პარკის სპეციალური, ანტიტრავმული საფარის დასაცავად მიიღო. ”ახალი პარკის გაკეთება ხელისუფლებას 50 000 ევრო დაუჯდა, თუმცა ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ანტიტრავმული საფარი ქუსლიანი ფეხსაცმლისგან რამდენიმე ადგილას უკვე დაზიანდა. ამიტომ, მივიღეთ შესაბამისი ზომები”, – განაცხადა ქალაქის მერმა. ახალი წესდების დამრღვევს 100 ევროს ღირებულების ჯარიმის გადახდა და ზიანის ანაზღაურება მოუწევს.
წყარო: ambebi.ge
იტალიის ერთ-ერთ პარკში ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული აკრძალეს
17 აგვისტო, 2013 • ნიუპრესი • 29
ახალი წესდების დამრღვევს 100 ევროს ღირებულების ჯარიმის გადახდა მოუწევს.
თეგები: იტალია • საზოგადოება • ქუსლიანი ფეხსაცმელები • ჯარიმა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები