შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს

14 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 28

საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს

დასავლეთ საქართველოში თოვა ხვალ მთელი დღე გაგრძელდება, აღმოსავლეთში კი ქარი გაძლიერდება.

საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მცირე ნალექი.
“დღეს საღამოს მცირე ნალექია ისევ მოსალოდნელი თოვლის სახით და ხვალ მთელი დღე გაგრძელდება თოვა დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში ქარი გაძლიერდება. ხოლო 17 დეკემბრიდან უნალექო ამინდებია მთელს საქართველოში”, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ. რაც შეეხება ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში, დაბლობში, ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი, დღე კი ტემპერატურა +3 +8 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთში ყინვა შენარჩუნდება, ღამით მოსალოდნელია – 9; – 4 , ხოლო დღისით +5 გრადუსი. წყარო: ipn.ge

თეგები: ამინდიპროგნოზისაქართველო