საქართველოში 47 პროცენტი თვლის რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. აღნიშნული შედეგი აჩვენა მიმდინარე წლის 13-დან – 27 ნოემბერის ჩათვლით, საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. კითხვაზე როგორი მიმართულენით ვითარდება საქართველო – მხოლოდ 2 პროცენტი თვლის რომ არასწორად, 10 პროცენტს პასუხი არა აქვს შეკითხვაზე, 27 პროცენტს კი მიაჩნია, რომ საქართველო არ იცვლება. ქვეყნის მასშაბით სულ გამოიკითხა 3 915 ადამიანი. კვლევაში საშუალო ცთომილების ზღვარი 2 პროცენტია. წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თვითმმართველ ქალაქებშიც – ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და რუსთავი. კვლევა ჩატარებულია რამდენიმე ეტაპად. რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ(sida) მიერ.
December 22, 2013
NDI- საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება