შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

NDI – საქართველოში გადაწყვეტილების მისაღებად რელიგიური მრწამსი 56 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია

23 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 24

NDI – საქართველოში გადაწყვეტილების მისაღებად რელიგიური მრწამსი 56 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმდ, რელიგიური მრწამი გადაწყვეტილების მიღების პროცესში 2 პროცენტისთვის უმნიშვნელოა.

საქართველოში ყოველდღიური გადაწყვეტილების მისაღებად რელიგიური მრწამსი 56 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია. ეს შედეგები აჩვენა მიმდინარე წლის 13-დან – 27 ნოემბერის ჩათვლით, საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში? – 32 პროცენტისტვის ძალიან მნიშვნელოვანია, 10 პროცენტი ნეიტრალურია, 2 პროცენტისთვის უმნიშვნელოა, ხოლო 1 პროცენტისთვის ძალიან უმნიშვნელო.
ქვეყნის მასშტაბით სულ გამოიკითხა 3 915 ადამიანი. კვლევაში საშუალო ცთომილების ზღვარი 2 პროცენტია. წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თვითმმართველ ქალაქებშიც – ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და რუსთავი. კვლევა ჩატარებულია რამდენიმე ეტაპად. რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ(sida) მიერ.

თეგები: NDI-კვლევარელიგიური მრწამსისაქართველო