სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 2013 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს

30 დეკემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 24

ქუთაისში 2013 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს

წარმატებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ქუთაისის მერის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა 2013 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი დაასახელა. წარმატებულ სპორტსმენებს შორის მოხვდნენ ისინი ვინც 2013 წელს საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულები გახდნენ. საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვეს: ლაშა გურულმა, ლერი ჭელიძემ, გიორგი გოგიტაძემ,ლევან გუგავამ, როსტომ ხახალეიშვილმა, ჯემალ ქურდიანმა, გიორგი ხარაბაძემ, კონსტანტინე ხვისტიანმა, ავთანდილ ჭელიძემ და გუგა კიბორძალიძემ. ნომინაციაში გამარჯვებულებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ ფულადი ჯილდოები გადასცა. მათ ასევე, სამახსოვრო საჩუქრები იმერეთის გუბერნატორისგან, ზაზა მეფარიშვილისგანაც მიიღეს.

თეგები: დაჯილდოებასპორტიქუთაისი