სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერისა და გუბერნატორის გასახალისებლად პედაგოგებმა და მოსწავლეებმა “ალილო” შეასრულეს

6 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 28

ქუთაისის მერისა და გუბერნატორის გასახალისებლად პედაგოგებმა და მოსწავლეებმა “ალილო” შეასრულეს

სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა ტბკილეულით დაასაჩუქრეს.

შობის დღესასწაული, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ქუთაისის მერსა და გუბერნატორს მიულოცეს. სკოლის მოსწავლეებმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში “ალილო” შეასრულეს. როგორც N12 საჯარო სკოლის პედაგოგები ამბობენ, მათ თავად გადაწყვიტეს შობის დღესასწაული ქუთაისის მერიაში თანამდებობის პირებისთვის მიელოცათ. “გვინდოდა ამ ფორმით შობა-ახალი წელი მიგველოცა ქუთაისის მერისა და გუბრნატორისთვის და გაგვეხალისებია ისინი,”- ამბობს N12 საჯარო სკოლის პედაგოგი ელეონორა ფხაკაძე. სკოლის მოსწავლეები ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა ტბკილეულით დაასაჩუქრეს.

თეგები: ახალი წელიმოსწავლეებიქუთაისის მერიაშობა