სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს სტატისტიკა: იმერეთში დანაშაულმა 49,9%–ით იკლო

9 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 23

შსს სტატისტიკა: იმერეთში დანაშაულმა 49,9%–ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული, 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული, 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები კრიმინოგენულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, რეგიონების მიხედვით ასახავს.

2013 წლის 12 თვის მონაცემებით იმერეთიში – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მომხდარ დანაშაულთა სტატისტიკა 2811–ს შეადგენს. შსს–ს ინფორმაციით, დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი 81,4%–ია ( 2288).

შსს–ს სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს, 2012 წელთა შედარებით, დანაშაულმა 49,9%–ით იკლო (2804). ხოლო გახსნის მაჩვენებლის მატება: 63,5%–ია.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკას, შსს–ს ინფორმაციით, 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის 10036 ერთეულით კლება დაფიქსირდა, რაც 25,7%-ს შეადგენს. გახსნის მაჩვენებელმა 40,9%-ით მოიმატა და 59,9%-ს შეადგენს.

შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით.

2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1470 ერთეულით იკლო, რაც 36,9%-ია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4%-ით მოიმატა და 50,2%-ს შეადგენს.

თეგები: დანაშსაულისტატისტიკაშსს