სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია ძველით ახალ წელს ოჯახთან ერთად ბავშვთა სოფელში შეხვდა

14 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 24

შოთა მურღულია ძველით ახალ წელს ოჯახთან ერთად ბავშვთა სოფელში შეხვდა

შოთა მურღულიამ ბავშვებს ექსკურსიაზე წაყვანის პირობა მისცა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია მეუღლესთან და შვილთან ერთად, ძველით ახალ წელს, ქალაქში არსებულ ბავშვთა სოფელში შეხვდა. ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს მურღულიამ ტორტი და საახალწლო ნობათები მიუტანა. ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებელმა ბავშვებს პირობა მისცა, რომ საქართველოს ფარგლებში სადაც, თავად მოისურვებენ ექსკურსიაზე გაუშვებს. ქუთაისის ბავშვთა სოფელში, სულ 12 ოჯახია, სადაც 60 ბავშვი ცხოვრობს.

თეგები: ახალი წელიქუთაისიშოთა მურღულია