სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როგორი იქნება პატრულის ახალი ავტომობილები – შსს ავტოპარკის განახლებას გეგმავს

21 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 29

როგორი იქნება პატრულის ახალი ავტომობილები – შსს ავტოპარკის განახლებას გეგმავს

შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით ავტომობილები სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა.

შესაძლოა ამჟამინდელი საპატრულო ავტომობილები ახალი მოდელის ავტომობილებმა ჩაანაცვლოს. როგორც შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევას ამბობს, ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა. “შსს-ში ყოველწლიურად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა. ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად ამ ფოტოზე ნაჩვენები მოდელით მოხდება თუ არა ავტოპარკის განახლება. ფოტოზე ნაჩვენები მოდელის გარდა, სხვა მოდელებიც განიხილება”,- ამბობს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევა.
წყარო: ambebi.ge

თეგები: ავტომობილებიპატრულიშსს