ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

25 იანვარი, 2014 • ნიუპრესი • 17

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირის ორგანიზებით, საქართველოში თურქული ლირის ყალბი კუპიურების გასაღება წარსულშიც ხორციელდებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა თურანი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 3 000 თურქული ლირის ყალბი კუპიურები, 1000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული პირის ორგანიზებით, საქართველოში თურქული ლირის ყალბი კუპიურების გასაღება წარსულშიც ხორციელდებოდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

თეგები: დაკავებაყალბი ფულიშსს