ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანში დაკარგული 6 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა იპოვეს

28 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 64

ვანში დაკარგული 6 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა იპოვეს

გოგონას ცხედარი ვანის სამაშველო სამსახურმა დღეს, მდინარე ყუმურში ნახეს.

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაკარგული 6 წლის გოგონას ცხედარი 9 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს. გოგონას ცხედარი ვანის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს ნახეს. აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის სამაშველო სამსახური ავრცელებს. “გოგონას ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან სამ კილომტერში, მდინარე ყუმურში ნახეს”, – განმარტა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, აკაკი ტყავაძემ. 6 წლის გოგონა 15 იანვარს დაიკარგა. მამამ გოგონა, თავის 7 წლის ძმასთან ერთად, მაღაზიაში, სიგარეტის საყიდლად გაგზავნა, თუმცა სახლში მხოლოდ ბიჭი დაბრუნდა. ძმა დის დაკარგვის რამდენიმე მიზეზს ასახელებდა, კერძოდ, დამალვას ან მდინარეში გადავარდნას.

თეგები: ვანიმდინარემსხვერპლი