ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში მცხოვრების სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

7 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 73

ხონში მცხოვრების სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 141 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული დავით გ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხონში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 141 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დავით გ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

თეგები: დაკავებაიარაღიშსს