სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

12 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 26

შსს-მ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

გამკაცრებულია კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში.

სოჭში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და რიგი პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა. შსს ინფორმაციით, ამ მიზნით გამკაცრებულია კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. „დროებითი ღონისძიებების გატარება დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით და მიმართულია შესაძლო პროვოკაციების და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების პრევენციისკენ. საქართველოს შსს იმედს გამოთქვამს, რომ ეს ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს დისკომფორტს არ შეუქმნის“,-აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: pirveliradio.ge

თეგები: პრევენციული ღონისიებებისოჭის ოლიმპიადაშსს