შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი – ქუთაისს ერთი ჯგუფი და ერთი კლანი მართავს

13 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 34

იმერეთის გუბერნატორი – ქუთაისს ერთი ჯგუფი და ერთი კლანი მართავს

ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, თამაზ მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივადაც გაუმართავია.

იმერეთის გუბერნატორი ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, თამაზ მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე სამართლებრივადაც გაუმართავია. მეფარიშვილმა ქუთაისელებს შოთა მურღულიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “თუკი ასეთი მხარდაჭერა და ერთობა იქნება, მომავალში ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. მე და შოთა მურღულია ჩვეულევბრივად ვაგრძელებთ მუშაობას,” – განაცახდა ზაზა მეფარიშვილმა. მეფარიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალაქს ერთი ჯგუფი და ერთი კლანი მართავდა.

თეგები: ბრიფინგიზაზა მეფრაშვილიიმერეთის გუბერნატორი