შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალი” დეპუტატი – ქუთაისი საცირკო სანახაობად გადაიქცა

17 თებერვალი, 2014 • დეა მანაგაძე • 28

“ნაციონალი” დეპუტატი – ქუთაისი საცირკო სანახაობად გადაიქცა

უკლებამ პარიოტებს “მოღალატეები” და “გოჩა თევდორაძის ვირთხები” უწოდა.

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზედაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განიხილება, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა კრიტიკით დაიწყეს. “ნაციონალებმა” პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” გააკრიტიკეს. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გია უკლებას განცხადებით, ქუთაისი ბოლო პერიოდში საცირკო სანახაობად გადაიქცა. უკლებამ “პარიოტებს” “მოღალატეები” და “გოჩა თევდორაძის ვირთხები” უწოდა. “მეზიზღება ის ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია “პატრიოტები”, მეზიზღება მათი იდეოლოგია. აქედან გამომდინარე, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაიმე ურთიერთობა გვაქვს მათთან”, – განაცხადა გია უკლებამ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” არც ერთი დეპუტატი არ ესწრება. ისინი საკრებულოში 5 დეპუტატით არიან წარმოდგენილი.

თეგები: გია უკლებაპატრიოტებიქუთაისის საკრებულო