ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

19 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 64

შსს-მ დიდი ოდენობით მარიხუანა ამოიღო

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავება დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1962 წელს დაბადებული კობა კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასანთის 28 კოლოფში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 55,66 გრ მარიხუანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).

თეგები: დაკავებანარკოდანაშაულიშსს