საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ემზარ კვიციანს დააკავებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ემზარ კვიციანზე ძებნაა გამოცხადებული.
“ემზარ კვიციანი ძებნილია. შესაბამისად, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. 16:00 საათზე მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. ემზარ კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ემზარ კვიციანს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააკავებენ
27 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 27
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.
თეგები: დაკავება • ემზარ კვიციანი • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები