საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საფეხბურთო გუნდ “ტორპედოს” სანქციები ძალაში დატოვა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, “ტორპედო” 5 საშინაო მატჩს თბილისში, “ლოკომოტივის” სტადიონზე გამართავს და აღნიშნულ თამაშებზე ერთი გუნდიდან მხოლოდ 75 მაყურებელი დაესწრება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას 18 წევრიდან მხარი მხოლოდ ერთმა წევრმა, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვალერი მანაგაძემ არ დაუჭირა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ “ტორპედოს” სანქციები ძალაში დატოვა
15 მარტი, 2014 • დეა მანაგაძე • 20
აღმასკომის გადაწყვეტილებით, “ტორპედო” 5 საშინაო მატჩს თბილისში, “ლოკომოტივის” სტადიონზე გამართავს.
თეგები: აღმასკომის სხდომა • საქართველო • სპორტი • ფეხბურთი • ფეხბურთის ფედერაცია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები