newpress.ge–ის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, აკაკი ბობიხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე დააკავეს. ლევან ბობოხიძე, რომელიც ხონის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატია, სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს. “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ მათთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მოტივით აიყვანეს ბობოხიძე. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გოგა ხაჩიძის თქმით, ამ წუთებში ლევან ბობოხიძის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
სამართალდამცავებმა აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს
28 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 32
“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ მათთვის ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მოტივით აიყავანეს ბობოხიძე.
თეგები: დაკავება • ლევან ბობოხიძე • ხონი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები