ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაკავება სამტრედიაში – ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

1 აპრილი, 2014 • ნიუპრესი • 20

დაკავება სამტრედიაში – ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკი 3,6788 გრ ჰეროინს შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ბორის გ. ნარკოდანაშაულისთვის სამტრედიაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული 5,41 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკი 3,6788 გრ ჰეროინს შეიცავს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

თეგები: დაკავებაშსსჰეროინი