ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში პირველი ქვევრის ძეგლი ქუთაისში დაიდგა

29 აპრილი, 2014 • ანა ჯანაშია • 99

საქართველოში პირველი ქვევრის ძეგლი ქუთაისში დაიდგა

ქვევრის ძეგლის ოფიციალურად გახსნა ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე იგეგმება.

ქუთაისში ე.წ. “სიყვარულის ბაღში” ღვინის ქვევრის ძეგლი დადგეს.
ქალაქის ისტორიულ უბანში ღვინის ქვევრის ძეგლის დადგმის ინიციატივა ქუთაისის ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელს, ლევან როხვაძეს ეკუთვნის. როგორც როხვაძე newpress.ge – სთან საუბარში განმარტავს, ეს არის საქართველოში ქვევრისთვის ძეგლის დადგმის პირველი პრეცენდენტი. “ქვევრის ღვინო შევიდა მსოფლიო საგანძურში და პირველად საქართველოში ქუთაისში დაიდგა ქვევრის ძეგლი,”- ამბობს ლევან როხვაძე. ქვევრის ძეგლის ოფიციალურად გახსნა ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე იგეგმება.

თეგები: ქვევრიქუთაისიძეგლი