ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში პროექტები ყოფილ და ამჟამინდელ ჩინოვნიკებს შორის დავის საგანი ხდება

16 სექტემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 27

ქუთაისში პროექტები ყოფილ და ამჟამინდელ ჩინოვნიკებს შორის დავის საგანი ხდება

საკონსულტაციო ჯგუფი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ოების შეს­წავ­ლას მომ­დევ­ნო თვი­დან დაიწყებს.

ქუთაისში მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დააკვირდება.

საკონსულტაციო ჯგუფი იმ საკითხებს შეისწავლის, თუ რამდენად სწორადაა დაგეგმილი კეთილმოწყობითი პროექტები ქუთაისში. ასევე, რამდენად ხარისხიანად ხდება დაგეგმილი სამუშაოების შესრულება.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ამავე დროს საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელის რევაზ ახალაიას თქმით, ქუთაისში კეთილმოწყობითი სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი, ხარვეზებს შეიცავს.

„ბევრი შეცდომებია მიმდინარე, თუ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ხშირად ხდებოდა და ხდება ისე, რომ ჯერ გზები იგება და წყლის ქსელს შემდეგ აწყობენ. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი თავიდან გასაკეთებელია. რადგან, როგორც წესი, ჯერ მიწის ქვედა კომუნიკაცია უნდა მოწესრიგდეს და ამის შემდეგ მოხდეს მიწის ზედა სამუშაოების განხორციელება,” – ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ ახალაია.

ახალაიას აზრს, ასევე იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ასა”-ს ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე. მისი ქმით, ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ჯერ საფუძვლიანი შესწავლა და დაგეგმვა, შემდეგ კი, მკაცრი კონტროლი სჭირდება.

„ჩნდებოდა ფული და იქვე წუთებში ჩნდებოდა და იწერებოდა პროექტებიც. ამ საქმეს კი საფუძვლიანი ანალიზი და დაგეგმვა სჭირდება. სხვა შემთხვევაში, რეაბილიტაცია ისევე უხარისხო იქნება, როგორც აქამდე იყო,” – განმარტავს ხელაძე.

კეთილმოწყობითი პროექტების ხარისხი, ასევე მწვავე განხილვის თემად იქცა ქუთაისის მერიის ყოფილ და ახლანდელ ჩინოვნიკებს შორის.

საქმე იმაშია, რომ ქუთაისის ამჟამინდელი ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე და კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლევან ჭანჭალეიშვილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების არასწორად განხორციელებასა და დაგეგმვაში, ერთმანეთს ადანაშაულებენ.

თენგიზ თოფურიძესა და ლევან ჭანაჭალე

თეგები: ინფრასტრუქტურაობიექტივიპროექტებიქუთაისი