May 14, 2014

გოგი წულაიას სასამართლო ხვალ გაიმართება

საარჩევნო ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წარმომადგენელი გოგი წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მასთან იმყოფებიან მისი ადვოკატი და სახალხო დამცველის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი.

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ერთ-ერთი წევრის ზვიად წაქაძის თქმით, გოგი წულაიას სასამართლო ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საპატრულო პოლიციამ გოგი წულაია მაშინ დააკავა, როდესაც ის ქუთაისიდან ბაღდათის მიმართულებით გადაადგილდებოდა.დაკავების მიზეზი გახდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“წევრები გოგი წულაიას დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ.