ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინგუშეთში აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც, შესაძლოა, თამარ მეფე იყოს დაკრძალული

25 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 30

ინგუშეთში აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც, შესაძლოა, თამარ მეფე იყოს დაკრძალული

ინგუშეთში ნანახი გამოქვაბული შუა საუკუნეებით თარიღდება.

ინგუშეთში მუშებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული, სადაც, შესაძლოა, ქართველი მეფე თამარი იყოს დაკრძალული. ასინოვსკის ხეობაში არსებული გამოქვაბული უკვე მოინახულა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა. მან გასცა ბრძანება, გამოიკვლიონ გამოქვაბული და დაიცვან ის შავი არქეოლოგებისაგან.

ინგუშეთში ნანახი გამოქვაბული შუა საუკუნეებით თარიღდება. ცნობილია, რომ იმ დროისათვის, თათარ-მონღოლების შემოსევის გამო, ინგუშეთის მოსახლეობა გახიზნული იყო და მთებს აფარებდა თავს. მიუხედავად იმისა, მიაკვლევენ თუ არა ამ ადგილზე თამარ მეფის საფლავს, მეცნიერები გამოქვაბულში საინტერესო აღმოჩენების გაკეთებას ვარაუდობენ.

წყარო: vesti.ru

“info9”

თეგები: თამარ მეფეინგუშეთისაფლავი