პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მედიკოსებს შეხვდა

24 ივნისი, 2014 • ანა ჯანაშია • 25

ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მედიკოსებს შეხვდა

სერგეენკოს განცხადებით, იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან შეხვედრა რეგიონული შეხვედრების ერთ-ერთი ნაწილია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ქუთაისში, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, კლინიკა “ელ ჯი”-ში მედიკოსებს შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდავის მინისტრმა მედიკოსებს იმერეთის სოფლებში არსებულ სამედიცინო პრობლემებზე ესაუბრა. სერგეენკოს განცხადებით, იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან შეხვედრა რეგიონული შეხვედრების ერთ-ერთი ნაწილია.

“მათ რაღაც პერიოდის წინ შევხვდით. ახლა მიმდინარეობს ანგარიშის ჩაბარება და მედიკოსებისგან მოვისმენთ ინფორმაციას,” – განაცხადა სერგეენკომ.

რეგიონში ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი იმერეთის გუბერნატორმა,ზაზა მეფარიშვილმა მნიშვნელოვნად შეაფასა. მისი თქმით, ერთ-ერთ რაიონულ ამბულატორიას მინისტრმა აღჭურვილობა თავად გადასცა.

“მაგალითად, ამბულატორიას ხარვეზები ჰქონდა დაფინანსებიდან გამომდინარე. სამინისტრომ გაუზარდა დაფინანსება და დაფარული იქნება მათი კომუნალური ხარჯები,” – განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობა მაქსიმალურად ჩაერთვება რაიონებში არსებული სამედიცინო სფეროს პრობლემების მოგვარებაში.

თეგები: დავით სერგეენკოქუთაისიჯანდაცვის მინისტრი