პარასკევი, 28 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში შემოდგომაზე ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

28 ივნისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 28

ქუთაისში შემოდგომაზე ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ხაჭაპურის ფესტივალს გამართავს. ამის შესახებ newpress.ge-ის ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ ჭრელაშვილმა განუმარტა. მისი თქმით, აღნიშნული ფესტივალი ქალაქის პოპულარიზაციის კუთხით და ასევე, ინვესტორების მოსაზიდად ხორციელდება. ფესტივალისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. აღნიშნული ფესტივალის მოწყობა ბიუჯეტის ერთი მუხლის მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ფარეგლებში მოხდება. ამ დროისთვის უცნობია რა თანხა დაიხარჯება ხაჭაპურის ფესტივალისთვის.

თეგები: ფესტივალიქუთაისიხაჭაპური