1 აგვისტოდან რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაღესტნის ტელევიზია ავრცელებს. ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება. რთული რელიეფის გამო სამუშაოები 30 მილიონამდე დაჯდება. რადგან 83 კილომეტრიანმა გზამ უნდა გაიაროს 3 მთა, საჭიროებს 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენებას. „ავარო-კახეთის გზა იქნება უმოკლესი საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად“- აცხადებს დაღესტნის საგზაო სამსახურის უფროსი ზაგიდ ხუჩბაროვი. pirveliradio.ge
July 2, 2014
რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელ ახალ გზას აშენებს