შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მშენებლობებს უსაფრთხოების ოფიცერი და ტექნიკური ზედამხედველი დააკვირდებიან

23 ივლისი, 2014 • ნიუპრესი • 27

მშენებლობებს უსაფრთხოების ოფიცერი და ტექნიკური ზედამხედველი დააკვირდებიან

შეირჩევა ორგანიზაციები, რომლებიც მშენებლობის ზედამხედველობას განახორციელებენ.

,,კომერსანტისთვის’’ სამშენებლო კოდექსთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ეკონომიკის სამინისტროს ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი ჩვენთან საუბარში აცხადებს, იმისთვის, რომ პროცესში სახელმწიფო არ ჩაერიოს და კორუფციული რისკები არ გამოვლიდეს, შეირჩევა ორგანიზაციები, რომლებიც მშენებლობის ზედამხედველობას განახორციელებენ.

გია კაკაურიძის თქმით, სავარაუდოდ აკრედიტაციას რამდენიმე კომპანია მიიღებს, რა ფორმასაც ევროკავშირის არაერთი ქვეყანა მიმართავს. კოდექსში ნათქვამია, რომ სამშენებლო მოედანზე აუცილებელია იმყოფებოდეს როგორც უსაფრთხოების ოფიცერი, ასევე ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც მშენებლობის ხარისხს გააკონტროლებს. აქამდე მსგავსი რეგულაციის დაწესება სამშენებლო კომპანიების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. სივრცითი მოწყობის და მშენებლობის კოდექსის საჯარო განხილვა დასრულდა და პარლამენტს სამშენებლო კოდექსი განსახილველად შემოდგომისთვის გადაეგზავნება.

commersant.ge

თეგები: მშენებლობარეგულაციებისამშენებლო კოდექსი