|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6-თვიანი პაუხის შემდეგ ქუთაისის აეროპორტში რეგულარული ფრენები განახლდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ავიარეისების მიღება განახლდა. დღეს ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი რიგადან შესრულდა.

უცხოელი მგზავრების თქმით, ისინი საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდნენ და თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ფრენების აღდგენა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინი რეგულაციების შესაბამისად კარანტინში გადაიყვანეს.

ქუთაისის აეროპორტში დაცულია რეკომენდაციები და შენობაში მხოლოდ მგზავრებს უშვებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი