ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

13 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 33

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 243 აბი და 4 ნატეხი “სუბუტექსი” ამოიღეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ილია წ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 243 აბი და 4 ნატეხი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,9586 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია წ-ს ნარკოტიკი გერმანიიდან ამანათით გამოუგზავნეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

თეგები: დაკავებანარკოტიკებისამინიტრო