ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

28 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 33

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ჭრიკიშვილმა კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი დაამარცხა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩელიაბინსკში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი დაამარცხა.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს მესამე პრიზიორს, ფრანგ ალაინ შმიტს დაუპირისპირდა და როგორც შარშან, წელსაც აჯობა.
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ჭრიკიშვილის ოქროს მედლის გარდა, ქართველ ძიუდოისტებს კიდევ ერთი მედალი აქვთ მოპოვებული – ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა. წყარო: ipn.ge

თეგები: მსოფლიო ჩემპიონიძიუდოჭრიკიშვილი