ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

3 სექტემბერი, 2014 • ნიუპრესი • 83

შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად 2 არასრულწლოვანი: 1997 წელს დაბადებული ბესო დ. და 1998 წელს დაბადებული თორნიკე ს. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბესო დ. და თორნიკე ს. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი სარეალიზაციოდ გამზადებული მოპარული ნივთების ტრანსპორტირებას აპირებდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები გლდანის რაიონში სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს. ბესო დ-მ და თორნიკე ს-მ ბინების ქურდობის 7 ფაქტი აღიარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ოქროს, ვერცხლის სამკაულები, ფული, საოჯახო ტექნიკა და აპარატურა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით)

თეგები: დაკავებაქურდობაშსს